იენს სტოლტენბერგი: ნატო-რუსეთის საბჭო რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დიალოგისთვის

ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრა ვარშავის სამიტის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„რუსეთთან დიალოგისთვის ღია ვართ. ნატო-რუსეთის საბჭო რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დიალოგისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან, რომ საბჭოს მორიგი სხდომა სამიტის შემდეგ გაიმართოს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად ნატო და მოსკოვი საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს ათანხმებენ. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ვარშავის სამიტი იმართება ალიანსისთვის გადამწყვეტ პერიოდში. მისი განცხადებით, ნატო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს სწორ დროს. ერთ-ერთი გადაწყვეტილება შეეხება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსებას. ვარშავის სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ასევე წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების გაზრდა იქნება. ვარშავის სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები