დარკო პაიოვიჩი: საქართველოსთვის და მონტენეგროსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენი ადგილი ევროპაშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა.
როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი ორ ქვეყანას შორის მზარდ და ინტენსიურ საკითხებს შეეხო.
“საქართველოსა და მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის საკითხები პარალელურ რეჟიმში იხილებოდა, რის შემდეგაც ნატოდან ჩვენ დაგვისვეს შეკითხვა. ხომ არ გვექნებოდა პრობლემა, რომ მონტენეგროს ინტეგრაციის საკითხი გადაწყვეტილიყო უფრო ადრე. ჩვენი პასუხი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო მონტენეგროს გაწევრიანების გადახედვა, რადგან ჩვენ გვინდა მეტი ქვეყანა ნატოში, რაც ქმნის ჩვენთვის უფრო მეტ შანსს. ჩვენ ერთ გზას ვადგავართ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხითაც. მონტენეგროშიც ოქტომბერშია არჩევნები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დარკო პაიოვიჩის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და მონტენეგროს მეგობრობის დადასტურებაა.
„საქართველოს მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარება თბილისში, ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის. საქართველოსთვის და მონტენეგროსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენი ადგილი ევროპაშია”, – განაცხადა დარკო პაიოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები