დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხდებს, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის შემთხვევები შემცირდა, რაშიც დიდი როლი შეასრულა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სხვადასხვა აქტივობით ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა, მაგრამ საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ წამალმდგრადი ტუბერკულოზის შემთხვევებმა იმატა. ჩვენ შევიმუშავეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ცალკე ქვეყანაში არ არსებობდა. საკმაოდ ამბიციური განაცხადი გავაკეთეთ, როდესაც შემოვიტანეთ არანებაყოფლობითი მკურნალობის დეფინიცია. თუ პაციენტი, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, უარს განაცხადებს მკურნალობაზე, მისი ნების მიუხედავად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის მკურნალობას და დაიცავს მის ჯანმრთელობას და გარშემომყოფ პირებს, რომ ეს ინფექცია არ გავრცელდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ხუნდაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციასაც შეეხო, რომლის თანახმადაც განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები დარგის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს დემოგრაფიული განვითარების კონცეფციას, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის მიზანი, პრინციპები, პრიორიტეტული სფეროები, შობადობა და სქესობრივი და რეპროდუქციიული ჯანმრთელობა. „კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხუნდაძის მხრიდან ასევე ხაზი გაესვა მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციასაც, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და მიზნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები