დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის საქმიანობა შეაფასა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას, ჯანდაცვის კომიტეტის წინა წლების საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ მის მიერ განხორციელებეული ცვლილებები საკმაოდ წარმატებული იყო.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი, მათ შორის – საქართველოს შრომის კოდექსის განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა. მისი განცხადებით, პროექტმა გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოებიც დააწესა, სადაც დაბალანსებული იყო როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებებიც.
ხუნდაძემ ასევე ისაუბრა „შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონზე“, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებების შექმნის მიზნით და რომელიც ხელს უწყობს ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას არალეგალური შრომითი მიგრაციის და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც გაესვა ხაზი, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას. კერძოდ კი, ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შევიდა „კოდეინის“ შემცველი კომბინირებული პრეპარატები, განისაზღვრა უკანონო მფლობელობიდან, ან ბრუნვიდან ამოღებული „ეფედრინის“ „ნორეფედრინის“ ფსევდოეფედრინის მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის დადენილი წესების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ხუნდაძის განცხადებით, გამკაცრდა და გაიზარდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადებიც. გაიზარდა სანქციები ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკების ინგრედიენტების უკონტროლო რეალიზაციაზეც.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ხუნდაძემ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზეც ისაუბრა, მათ შორის სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და რომლის შემდეგაც საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარები გათავისუფლდნენ ვალდებულებებისგან და სასამართლოსა და აღსრულებაში შეწყდა წარმოებები აღნიშნული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე.
პრესკონფერენციაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაესვა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ ცვლილებასაც, რომლის მეშვეობით მნიშვნელოვნად მოწესრიგდა სააღმზრდელო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები, განისაზღვრა ლიცენზიის გამცემი ორგანო და დამატებითი სალიცენზიო პირობები.
ახალი ნორმები განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას უკანონო სააღმზრდელო საქმიანობისთვის სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.
ასევე ხაზი გაესვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციასაც, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ვალდებულებები დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 2014 წლის ივლისში დასრულდა სამუშაო გეგმის (2014-2020) წლის შემუშავება. მხოლოდ. ამავე წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომიტეტისა და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად. დასრულდება მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაც. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ის პენსიების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმების შედეგად 2012 წლის შემდეგ პენსიის რაოდენობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა 180 ლარს შეადგენს. ხუნდაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები