„კვირას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მრჩეველთან ნატოს პარტნიორობის პროგრამების საკითხებში (ვიდეო)
მრჩეველი ნატოს პარტნიორობის პროგრამების საკითხებში სვეინ ამუდსენი მიიჩნევს, რომ ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და ახლად შექმნილმა უწყებებმა, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კიბერუსაფრთხოების ბიურომ, კიბერუსაფრთხოების პოტენციალის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
“კიბერ-კვირასთან” ინტერვიუში მან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებით პაკეტზე და დასძინა, რომ მისი შექმნიდან დღემდე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე განმარტებით, იმ 13 მიმართულების გასაძლიერებლად, რომელიც პაკეტით არის გათვალისწინებული, მუშობა კიდევ უნდა გაგრძელდეს. სვეინის განცხადებით, არსებითი პაკეტი დიდ როლს შეასრულებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაში.