სულხან მოლაშვილს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ – მერიამ აეროპორტში დახვედრის მსურველებისთვის ავტობუსები გამოყო

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს საფრანგეთიდან დღეს, 23:30 საათზე ჩამოასვენებენ. თბილისის მერიამ აეროპორტში დახვედრის მსურველებისთვის სამი ავტობუსი გამოყო. ავტობუსები დღეს 22:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ.
სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოლაშვილის პანაშვიდი 3 და 4 ივლისს გაიმართება, 5 ივლისს კი მას ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.
ცნობისთვის, 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს. პატიმრის მიერ დასახელებული ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ კონტროლის პალატის ექსთავმჯდომარის საქმის ხელახლა ძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები