დიმიტრი ქუმსიშვილმა ISET-ის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში.
„მინდა სიამაყით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ISET-ის საბჭოს წევრი გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ სკოლის განვითარებას. ეს არის სკოლა, რომელიც მართლაც პროფესიონალებს უშვებს. ეს არის ძალიან კარგი სკოლა. მას ჰყავს კარგი პროფესორები და ეს ტრადიცია უნდა გაძლიერდეს და გაგრძელდეს“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ქუმსიშვილმა.
მან ISET-ის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს სერტიფიკატი გადასცა.
ISET-ის მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აგრეთვე შვედეთისა და ისრაელის ელჩები საქართველოში.
ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 34-მა სტუდენტმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები