ამერიკის საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240-ე წლის იუბილე აღინიშნება

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240-ე წლის იუბილეს აღსანიშნავად ამერიკის საელჩო საქართველოში საზეიმო მიღებას მართავს.
ღონისძიება ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ამ წუთებში დაიწყო, სადაც ამერიკის ელჩი იან კელი ამერიკულ და ქართულ ოჯახებს მასპინძლობს.
“ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელს, განსაკუთრებით მათ, ვინც თავიანთი ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ. ეს არის დიდი დღესასწაული, რადგან აღვნიშნავთ დამოუკიდებლობას. თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. დღეს, აქ სტუმრები მოვიდნენ ოჯახებით, საყვარელ ადამიანებთან ერთად, რადგან ეს დღე ემსახურება თავისუფლებას, სიყვარულს და მხიარულებას”, – განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილიმ.
საელჩოს ეზოში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ჰიმნი შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები