კობა კობალაძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე ასევე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარბაქაძე, ტამიშის ბრძოლის მონაწილეები და სხვა პირები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის რუსულმა სამხედრო ხომალდმა სოფელ ტამიშის მისადგომებთან დაახლოებით 600-მდე კარგად გაწვრთნილი საზღვაო დესანტი გადმოსხა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარისთის ეს სრული მოულოდნელობა იყო, დესანტზე საკმაოდ სწრაფი და ორგანიზებული რეაგირება განხორციელდა.
ბრძოლა 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უდიდესი მსხვერპლის ფასად (ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300 მეომარი დაკარგა), დესანტის მოგერიებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები