ირაკლი შიხიაშვილმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო – (ფოტო/ვიდეო)

დღეს, 1993 წელს აფხაზეთში, ტამიშში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა შტაბის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, გაიხსენა მებრძოლები და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
ეს დღე გადამწყვეტი ბრძოლისა და სტრატეგიული გამარჯვების დღედ შევიდა ისტორიაში. 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა.მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება.
„ჩემს ჯგუფს მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა მიცემული. სპეცდანიშნულების რაზმს ცუგოროვკაზე არტერია უნდა გადაეკეტა. ალყის გარღვევა და ტამიშში შესვლა მხოლოდ არ იყო მთავარი, რადგან იქ ისევ დაგვხვდებოდა ცუგოროვკადან შემოსული მტერი, სოხუმი ისევ ალყაში დარჩებოდა და შემდეგ გაძნელდებოდა მისი გაწმენდა. დავალება პირნათლად შევასრულეთ, მინიმალური დანაკარგით მაქსიმალური ზიანი მივაყენეთ მტერს. ეს იყო ქართული საჯარისო ფორმირებების მიერ განხორციელებული უპრეცენდენტოდ ძლიერი ოპერაცია. სწორედ ამიტომაც მე დღემდე მტკივა და იმავდროულად მეამაყება ეს დღე და ჩვენი ქართველი ვაჟკაცები“, – აცხადებს შიხიაშვილი.
13522924_1027738780608455_7345784186594937025_o
13516672_1027738753941791_88247241045401931_n
13592254_1027738750608458_4500121949018192734_n
13528678_1027738770608456_5128863024772927080_n
13592600_1027738763941790_8691383782349811373_n

13533020_1027738783941788_8985859132007982642_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები