კახეთში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს

თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს. დახოცილი პირუტყვი მოსახლეობამ გამთენიისას ნახა. დაზარალებულმა ჯიმშერ გობეშიჯვილმა საკუთარ ეზოში, დაახლოებით 10- მდე ცხვარი დაგლეჯილი იპოვაა. ადგილობრივი მოსახლეობა, პრევენციის მიზნით, სამონადირეო ჯგუფის შექმნას ითხოვს. დახოცილ ცხვრებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით დამარხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები