ჟურნალისტური კონკურსის „ოქროს ფრთა“ 2016 ლაურეატები გამოვლინდნენ (ფოტოკოლაჟი)

ჟურნალისტური კონკურსის „ოქროს ფრთა“ 2016 მე-15 დაჯილდოვება გაიმართა. წელს კონკურსის ჟიურიმ არა მხოლოდ საუკეთესო ჟურნალისტები, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლები გამოავლინა. „ოქროს ფრთის“ ლაურეატები გახდნენ: ზაზა შენგელია, ინგა გრიგოლია, გოდერძი შარაშია, გიორგი ხაბურძანია, დემნა ჯაფარიძე, ზვიად თხელიძე, ქეთი ხატიაშვილი, ზააზა ოქუაშვილი, ქეთევან გურჯისტანი, ნინო სუხიშვილი, ლევან ჩხაიძე, სალომე დადუნაშვილი, ზაზა შათირიშვილი.
წელს პირველად დაჯილდოვდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები. როგორც „კვირასთან“ საუბრისას „ოქროს ფრთის“ ერთ-ერთმა ლაურეატმა, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების სტიმულირება მოხდა.
„ეს, ალბათ ერთადერთი დღეა, როდესაც ჟურნალისტებს მადლობას ეუბნებიან. ეს შრომა არის ძალიან დაუფასებელი. ჟურნალისტები – მეოთხე ხელისუფლებაა, რომელმაც რეალურად ბევრი რაღაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო ცხოვრებაში. კარგია, რომ არ შემოიფარგლება მარტო ბეჭდური და ელექტრონული მედიით. გარდა ამისა, აღინიშნება სხვა ადამიანების შრომა, ვინც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობს – იგივე კულტურა, მუსიკა, სპორტი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დასაფასებელი და მისასალმებელი. ერთი სიახლეა ის, რომ სტუდენტების სტიმულირება მოხდა. უკვე რომ სტუდენტური მერხიდან მოხდა გარკვეული თვალთახედვის არეში სააგენტოების, ან რადიოების, ან ტელევიზიების მიერ ამ მომავალი თანამშრომლების თვალში მოხვედრა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ კიდევ უფრო აამაღლებს ჟურნალისტიკის ხარისხს და სტანადრტებს“, – განაცხადა ზაზა შენგელიამ.
„ჟიურის წევრი ვიყავი, სხვა კანდიდატები განვიხილეთ, სხვა კანდიდატები შევთავაზეთ. დარბაზში რომ შემოვედით, ხუმრობით მითხრეს უკან დაჯექი, ჟიურიში არ ხარო. ვერ გავიგე, რატომ არ უნდა დავმჯდარიყავი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ეტყობა განხილვიდან რომ წამოვედი ჩემი კანდიდატურა შეირჩა – სიურპრიზი გამიკეთეს“, – ჰყვება „კვირასთან საუბრისას ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
„ახლა რედაქციას უნდა გავაგებინო, რომ ასეთი ჯილდო მივიღე. დიდი მადლობა. ჩემთვის არ არის პირველი ჯილდო, მაგრამ მაინც სტიმული იყო. ეს არის ერთადერთი დღე და წუთები, როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა ბედნიერია, იმიტომ რომ დააფასეს. მეც რიგითი მაყურებელი ვარ, როცა სახლში ვარ და მიკროფონი არ მიჭირავს, ამიტომ მეც მქონდა ჩემი კრიტერიუმები, როდესაც განიხილავდნენ კანდიდატებს და რა თქმა უნდა, ღირსეულია ყველა. როგორ შეიძლება არ იყოს ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიის სტანდარტები შექმნა. ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო გადაცემისთვის „გრიფით საიდუმლო“. სულ რაღაც მე-11 გადაცემა გავიდა ეთერში. თუ მე-11 გადაცემამ ჯილდო მიიღო, 111-ე უფრო წარმატებული იქნება“, – აღნიშნა გოდერძი შარაშიამ.
„დღეს აღმოჩნდა, რომ „ოქროს ფრთა“ აიღო იმ სამმა ტელევიზიამ, სადაც გადანაწილებულები არიან „რეაქციის“ გუნდის წევრები. მე – ტელეკომპანია „პირველიდან“, ლევან ჩხაიძე, რომელიც ასევე „რეაქციიდან“ იყო გამოშვებული, ახლა „მაესტროს“ სახელით აიღო ჯილდო და ტელეკომპანია „იბერიამ“, სადაც ასევე „რეაქციის“ პროდიუსერები მუშაობენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორედ აღებული „ოქროს ფრთა“, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რა უსამართლოდ დახურეს „იმედის“ მესვეურებმა გადაცემა „რეაქცია“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ნინო სუხიშვილი: „სასიხარულოა, რომ ასეთი დაჯილდოებები ტარდება. ჯილდოვდებიან ჟურნალისტები. ეს არის პროფესია, რომელიც დაუფასებელია. ჟურნალისტები სიცოცხლის ფასად აკეთებენ თავის საქმეს პროფესიონალურად და ხშირად არ აქვთ ის დაფასება და რეაქცია საზოგადოებიდან, რაც უნდა ჰქონდეთ, ამიტომ სასიამოვნოა. რაც შეეხება ჩემს დაჯილდოვებას, მოულოდნელია, მერიდება. ალბათ უფრო ხანდაზმული უნდა იყო, რომ დაგაჯილდოვონ ხელოვნების სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის. მე ვთვლი, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემი ოჯახის სამივე თაობას. ჩემთან და ილიკოსთან ერთად, ჩვენ წინაპრებს ეკუთვნის“.

13501972_1027742827274717_7694237726541020808_n

13537556_1027737750608558_8689298030087815502_n

13567494_1027737700608563_5043292651407032697_n

13533168_1027737707275229_4256868979815057855_n

13590479_1027737650608568_3831075507678243142_n

13533094_1027737697275230_257765659482288623_n

13511998_1027737680608565_2943790155308259266_n

13567023_1027737710608562_6552971845732505070_n

13533334_1027737637275236_1495614865409090386_n

13592590_1027737627275237_4401632646726049311_n

13524378_1027737443941922_6785381717881346603_n

13528749_1027737453941921_7432202143519590101_n

13600127_1027737417275258_5242716719238988432_n

13590425_1027737790608554_3059548960639055617_n

13516338_1027737413941925_7139802965446440941_n

13516601_1027737450608588_5582425698694537788_n

13528865_1027737793941887_5124957934832663247_n

13532782_1027737400608593_3029400066034326159_n

13592603_1027737393941927_8303890627756596027_n

13528676_1027737423941924_1112532971061646645_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები