უსუფაშვილი: ქართველი პარლამენტარები პირველ ადგილზე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აქტიურობით

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის შეხვდა. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა პოლიტიკოსებისთვის და პარლამენტის წევრებისთვის.
მისივე თქმით, მას შეხვედრაზე პედრო აგრამუნტმა უთხრა, რომ ქართველი პარლამენტარები პირველ ადგილზე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აქტიურობით არა მხოლოდ დასწრებით, არამედ გამოსვლებით და ინიციატივებით.
„საქართველოს მიღწევების თაობაზე პატივცემული სტუმრის შეფასებები მოვისმინეთ. ის ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით წინ მივიწევთ და ამაზე თავად მოგახსენათ. მას დავუდასტურე, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, რადგან ჩვენ ევროპული გამოცდილების გაზიარება გვჭირდება და ძალიან კარგია, რომ ევროპულ არენაზე ასეთი მეგობრები გვყავს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები