ეკა ბესელია: არის მოლოდინი, რომ გიგი წერეთელი ასეთ მაღალ პოზიციას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგი წერეთლის წადგენას ეწინააღმდეგება. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ თანამდებობაზე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ჰყავს. ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, მან ქვეყნის ინტერსებისთვის სასიკეთოდ იმოქმედოს.

„პირველ რიგში, ის არ არის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი და ჩვენ სხვა კანდიდატი წარვადგინეთ. მეორე, ის, რომ გიგი წერეთლის მიმართ არ არის მოლოდინი, რომ, ასეთ მაღალ პოზიციას ის გამოიყენებს ქვეყნის ინტერსების სასარგებლოდ. რატომ?! იმიტომ, რომ ვუყურებთ რა, ბოლო 4 წელიწადში ყველა საერთაშორისო ფორუმზე როგორ ღიად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მალავენ და ახდენენ საქართველოს მიმართ ყველა პოზიტიური შეფასების ჩანაცვლებას ნეგატიური პოზიციებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი. გიგი წერეთლის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე ევროპოს სახალხო პარტიამ წარადგინა.
ასამბლეის პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატია ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და ავსტრიელი დეპუტატი სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან, კრისტინ მუტონენი. წერეთლის მსგავსად, ორივე მათგანი ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტები არიან. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურას, რომელიც ამ პოსტზე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარადგინა. თუმცა, ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ 29 ივნისს განაცხადა, რომ მისი პარტია სოციალისტების მიერ წარდგენილი ავსტრიელი კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავს, რადგან „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები