პრემიერი: 2012 წლის შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის, განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
პრემიერის თქმით, ქვეყანა დასახული მიზნისკენ სწორი მიმართულებით მიდის.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ყველა სტრატეგიულ სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პრცესში ჩვენ გვაქვს ეუთოს, მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტების და საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა. ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ყველა სტრატეგიულ სფეროში. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ დასახული მიზნისაკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები