“ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა, თუ რატომ განაცხადეს ეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი წერეთლის ვარაუდით, რუსეთის დელეგაციის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მისი კანდიდატურის მხარდაჭერას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან არ იცის რუსეთის მხრიდან მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რა ტაქტიკური სვლაა.
„ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა, თუ რატომ განაცხადეს ეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა. შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში არიან. შესაძლოა, – სხვა რამ. მაგრამ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ვინც დაუჭერს მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ გიგი წერეთელს, უნდა იმ პრინციპების ერთგული იყოს, რაც აქვს ეუთოს. ეს პრინციპებია: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, სხვა ტერიტორიების პატივისცემა, არა ძალით გადაწყვეტილების მიღება საზღვრების შეცვლაზე”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის წევრები სხვანაირად ხედავენ პროცესებს და აპირებენ, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან.
„ვინც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთელი დაუჭერს მხარს, უნდა იყოს იმ პრინციპების ერთგული, რაც ეუთო-ს აქვს. ეს პრინციპებია – ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, სხვა ტერიტორიების პატივისცემა და არა ძალით გადაწყვეტილების მიღება საზღვრების შეცვლაზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის დელეგაციის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერას შეეხებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. გიგი წერეთლის აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა. გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს ეუთოს რუსეთის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მიზნით თბილისში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები