იოჰანეს ჰანი: მოვუწოდებ საქართველოს, სრულად გამოიყენოს დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებას გამოეხმაურა.
სპეციალურ განცხადებაში იოჰანეს ჰანი იმ სარგებელს ასახელებს, რომელიც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისგან უკვე მიიღო.
იგი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ სარგებელს მოუტანს.
“ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც ჩვენ შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები, რაც ახლა შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო საქართველოს, სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება – დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად – რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები