უძრავი ქონების მიმზიდველობის კუთხით 200 ქვეყანას შორის თბილისის, პეკინის ქუჩა ლიდერობს

კომპანია Swiss Appraisal-ის ექსპერტებმა მსოფლიოს 200 ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება შეისწავლეს, ყველაზე სტაბილური სიტუაცია მათ 65 ქვეყანაში დააფიქსირეს. ამის შესახებ გამოცემა BUSINESS WEEK იუწყება. ლიდერებს შორის არიან: პეკინის ქუჩა (საქართველო, თბილისი) – 9,9%, თავადი მიხაილოვის ქუჩა (სერბეთი, ბელგრადი – 9,1%), კრეშჩატნიკის ქუჩა (კიევი, უკრაინა 9%,), მაკედონიის ქუჩა (სკოპიე, მაკედონია – 8,75%). სტოლეშნიკოვის შესახვევი (მოსკოვი, რუსეთი – 8,5%). ევროკავშირის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს ბალტიის ქვეყნები იკავებენ. რაც შეეხება ყველაზე ძვირ უძრავ ქონებას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა მე-5 ავენიუ ნიუ-იორკში, Causeway Bay ჰონგ-კონგში. ამის შემდეგ მოდის პარიზის ელისეის მინდვრები, ბონდის ქუჩა ლონდონში და მონტენეაპოლეონეს ქუჩა მილანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები