საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით,
“ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების №175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ №117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები