დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ოპტიმიზმი რეალურია

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ოპტიმიზმი რეალურია, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე და უახლოეს ხანებში პროცესი დასასრულამდე მივა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ის მედიას ერთ საათში მიღებულ გადაწყვეტილებას ჩააბარებდა.
„ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა. იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი. არანაირი ხელშემშლელი პირობა არ არსებობს არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან, გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან შედგება, ხან არცთუ სასარგებლო მოვლენებისგან. მაგალითად, ბრიტანეთში რეფერენდუმი ერთი კონკრეტული მოვლენა აღმოჩნდა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო გადადება გამოიწვია. კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოსნური ნაბიჯები გადადგა და პრაქტიკულად, წამოუდგენელი წარმატების მიღწევა მოახერხა, მაგრამ არც ისე ჯადოქრები ვართ, რომ ამ პროცესში ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები