“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ღრმა ხდება ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ”

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი საქართველოს ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფედერიკა მოგერინის განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო და ღრმა ხდება ყველას საკეთილდღეოდ.
“საქართველოსთან ჩვენი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ფართო და ღრმა ხდება ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ. ევროკავშირი ელოდება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყანასთან, რომელიც კვლავ მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე ისეთ სფეროებში, როგორიც არის კანონის უზენაესობა, გადაწყვეტილების მიმღების სახელმწიფო მოხელეების ანგარიშვალდებულების წესები და გამჭვირვალობა”, – ნათქვამია მთავარი დიპლომატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები