ზონდ „როზეტას“ მისია 30 ივნისს მისი განადგურებით დასრულდება
კოსმოსური ზონდის – „როზეტას“ მისია ოფიციალურად 30 სექტემბერს დასრულდება. ამ დღეს მეცნიერები ზონდს ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას შეაჯახებენ. მისია „როზეტას“ ხელმძღვანელის, მეტ ტეილორის განცხადებით, როგორც ეს 2014 წელს გადაწყდა, კოსმოსური აპარატი „ჩურიუმოვ – გერასიმენკოს“ კომეტას მიუახლოვდება, რა დროსაც მეცნიერები ბევრ ფოტოს და უნიკალურ ინფორმაციას მიიღებენ. ამის შემდეგ კი „როზეტას“ ბედი შეიძლება ორნაირი იყოს – ან ზონდი კომეტას შეეჯახება, ან ის მის ზედაპირზე იმ ადგილას დაეშვება, სადაც 2014 წელს მოდული „ფილა“ დაჯდა. მისიის წარმომადგენლები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ სად დაჯდება კოსმოსური აპარატი – ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას ძალზე რთული გრავიტაციული ველი და ფორმა აქვს.