გიგი წერეთელი: ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება

გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
მან ასევე უპასუხა რუსეთის დელეგაციის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ წერეთლის კანდიდატურას.
“ნებისმიერი დელეგაციის მხარდაჭერა არის კარგი გზავნილი. პრეზიდენტიც და ასამბლეაც უნდა შეეცადოს, რომ ეს გამოიყენოს სწორი მიმართულებით. ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება ძალიან კონკრეტულ საკითხებში, რასაც ეუთო აყენებს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. თუ ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებაში დეოუპაციასთან, ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით, მე ძალიან გამიხარდება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები