ომარ ნიშნიანიძე – შემოდგომა „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდად იქცევა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ვითარება გაამწვავოს, თუმცა ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მაინც შეძლებს არჩევნების ღირსეულად ჩატარების უზრუნველყოფას.
„არჩევნებზე, ბუნებრივია, იქნება დაძაბულობა. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელი ძალაა, ადამიანებიც არიან ასეთები და „ნაციონალური მოძრაობაც“ ადამიანების გუნდია. ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. ისინი წამოვლენ პროვოკაციებზე, შესჩივლებენ მათ პატრონებს დასავლეთში და კუდსაც გააქიცინებენ – „ჩვენ ვართ კარგები, პირველები და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს აშენება. როგორ შეიძლება საქართველო უჩვენოდ აშენდესო“.
ჩვენ რას ვაკეთებთ? ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება და იმიტომ ჰყავს ძალოვანი სტრუქტურები, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად ადამიანები სატანჯველად და საწამებლად კი არ გამოიყენოს, არამედ წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ამ წესრიგს და არჩევნებიც სტაბილურ ვითარებაში ჩატარდება. იქნება აპელირება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ვითარება ჩვეულებრივ საზღვრებს გასცდეს. უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ. ჩვენ რამდენჯერმე ჩავაბარეთ გამოცდა და კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ შეკითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვას.
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ნიშნიანიძემ ისიც განაცხადა, რომ არასაპარლამენტო პარტიებს შორის შანსი აქვთ როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიას და “პატრიოტთა ალიანსს”, ასვეე კოალიციის სხვა წევრებს, მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებს“ და“რესპუბლიკელებს“.
ნიშნიანიძის განცხადებით, გარკვეული შანსი პაატა ბურჭულაძის პარტიასაც აქვს.
შეკითხვაზე, თუ რა იქნება უმრავლესობის ძირითადი მოწოდებები 2016 წლის სპაარლამენტო არჩევნებზე, ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ აქცენტი მეტ ილად სოციალურ თემატიკაზე, გაჭირვებაზე და უმუშევრობაზე გაკეთდება, თუმცა, მისივე განცხადებით, უმრავლესობა მაქსიმალურად პრაგმატულად მოიქცევა და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად მოსახლეობას არ შეუქმნის ფუჭ მოლოდინს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები