რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს

რუსეთის დელეგაცია მხარს დაუჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა კოვალიოვმა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე თებერვალში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები