“მივესალმებით ამ დიდ ინტერსესს, რასაც ეუთოს და ნატოს საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები საქართველოს მიმართ გამოხატავენ”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ჩატარებას თბილისში ჩატარებას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრები.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ეუთოს და ნატოს დელეგაციების თბილისში სტუმრობა ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ყველაფერი ადასტურებს იმას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო ერთგვარად იქცევა საერთაშორისო პოლიტიკურ ცენტრად და ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ დიდ ინტერესს, რასაც ეუთოს და ნატოს საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები გამოხატავენ საქართველოს მიმართ. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც საქართველოში ტარდება ასეთი ღონისძიებები, ინტერესები, თემები, რა თქმა უნდა, უმეტესწილად დაუკავშირდება საქართველოს და ესეც ერთ-ერთი პოლიტიკური ინტერესებია“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები