გიორგი კვირიკაშვილი: ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა

დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის დეტალები ზუსტდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
„მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს, რადგან  ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატოს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტი ივლისში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები