ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურამ დაკითხა
შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილის დაკითხვა მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხებოდა. როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი არ ახმაურებს კონკრეტულად რა საკითხზე მისცა ჩვენება ოქრუაშვილმა.