მეცნიერებმა „ზიკას“ ვირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა შექმნეს

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ‘ზიკას“ ვირუსისგან ორი ვაქცინა შექმნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინა ცხოველებზე ეფექტური აღმოჩნდა და ახლა ადამიანებზე მისი გამოცდა იგეგმება. კვლევის შედეგებს გამოცემა Nature აქვეყნებს. კვლევებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დენ ბარუხი ხელმძღვანელობდა. ვაქცინით აცრილი თაგვების დავირუსებას მეცნიერები 4 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ თაგვების სისხლიდან ვაქცინის ანტისხეულების ამოღების შემდეგ თაგვები მაინც არ დაინფიცირდნენ. დენ ბარუხის თქმით, წელს „ზიკას“ ვირუსის საწინააღმდეგო ტესტირება ადამიანებზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები