„ქართული ოცნება“ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლისთვის ბრძოლას შეალია. მისი გარდაცვალებით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულხან მოლაშვილს ღირსებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში წლების განმავლობაში გვერდით ედგა და ამხნევებდა“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
სულხან მოლაშვილი 46 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
სულხან მოლაშვილი 46 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.