რას აცხადებდა ნიკა რურუა სულხან მოლაშვილზე: ეს წამება არ ყოფილა და ნუ იჯერებთ (ვიდეო)

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა.
პოლიტიკოსებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მოლაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი უწოდეს.
„კიდევ ერთი მსხვერპლი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის, მერაბიშვილის, თარგამაძის, ბოკერიების რეჟიმისა. თქვენი დედებიც ასე ატირდებიან, როგორც ამ კაცის ოჯახი ტირის დღეს. სულ ასე არ ი13553179_1111975748846303_440264198_nქნება“, – ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში პოლიტპატიმარ ლევან ამირიძეს ეკუთვნის, რომელიც ერთთადერთი არაა, ვინც სულხან მოლაშვილის გარდაცვალება წინა ხელისუფლების რეჟიმს მიაწერა. „ნიკოლოზ მჟავანაძე – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი; დეპუტატი ოთარ ჩრდილელი – სულხან მოლაშვილი, გარდაიცვალა! ადამიანი, რომელიც შეიწირა არაკაცმა სააკაშვილმა და მისმა არამზადა ნაცბანდამ… ხსოვნა და სამუდამო პატივგება იყოს, ბატონი სულხანის; ყველასათვის ცნობილია წინა ხელისუფლების ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას საკმაოდ ხმაურიანი განცხადება, სულხან მოლაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. განცხადება, რომელიც თავის დროზე მან „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა, ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა. რურუას მტკიცებით, მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. მისივე თქმით, საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.
„ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავდა. პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდ13563649_1111976118846266_319256330_nენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარკამპანია აგორდა, წამება, ისა, ესა… რაც, მე მგონია, ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები იყო დარღვეული და დიდი შანსია, რომ მან პროცესი ამიტომ მოიგო. რომელი პოლიტიკური პატიმარი იყო ის, პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი?“,-აცხადებდა რურუა. კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არაერთხელ დაუდანაშაულებია. მეტიც, მოლაშვილი არაერთ სატელევიზო ეთერსა თუ საგაზეთო მასალაში ირწმუნებოდა, რომ მის წამებას გიგა ბოკერია ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი ს13563107_1111975752179636_1312088847_nასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას აღიარებდა, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები