საქართველოს რამდენიმე მოქალაქე თურქეთიდან ავტობუსით გამოემგზავრა
სახელმწიფომ თურქეთში დარჩენილ საქართველოს 60-მდე მოქალაქეს სასტუმროში ცხოვრების ხარჯები გადაუხადა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ სტამბოლში, საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით, საქართველოს პრემიერის უშუალო მითითებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვერც საქართველოში გამოფრენა და ვერც ადგილზე დამოუკიდებლად გადაადგილება, ამ მოქალაქეებიდან 100-ზე მეტი განთავსდა სასტუმროებში, მათგან 60-მდე ადამიანს სახელმწიფომ სასტუმროში ყოფნის ხარჯები გადაუხადა.
დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე არ დაელოდა სიტუაციის შემდგომ განვითარებას, გადაწყვიტეს, ავტობუსებით დაბრუნებულიყვნენ და ავტობუსი ადგილობრივი დროით 12.00 საათზე გამოვიდა.
„დღეს, როგორც თურქული მხარე ამბობს, თურქეთის დროით 17.00 საათზე, მოსალოდნელია, რომ აღდგეს აეროპორტის ფუნქციონირება“, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.