შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, შსს პრევენციულ ღონისძიებებს მუდმივად ახორციელებს.
“შსს-ს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში. საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები