სტიქია აჭარაში – ქედასა და შუახევში 700-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

 ქედასა და შუახევში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

შს სამინისტროს სახანძრო-სამაშველოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის განცხადებით, სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი და მოსახლეობის ევაკუაცია კი დროულად განხორციელდა.
თურმანიძის ინფორმაციით, მდინარის ადიდების გამო ორი ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მათი პოვნა დროულად მოხერდხა.
“16 ოჯახია ევაკუირებული, ასევე უსაფრთხო ადგილზე გვყავს გადაყვანილი პირუტყვიც. დაკარგულად ითვლებოდა ორი ადამიანი (ერთი ქედაში და ერთი შუახევში), თუმცა ორივე ნაპოვნია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რთული ვითარებაა შუახევში, გუდნისღელის ხეობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით. მაშველებმა სატვირთო ავტომანქანაც ამოიტანეს მდინარიდან. მიუხედავად იმისა, რომ 4-5 ხიდია დანგრეული, არის ცინარეთიდან შემოვლითი გზა, რომლითაც ვსარგებლობთ, თუმცა ახლა საკმაოდ ბნელა და გზის ზოგიერთ მონაკვეთზე მეწყერის გამო რთული სიტუაციაა. რაც შეეხება წვიმას, ფაქტობრივად გადაიღო შუახევში და იმედი გვაქვს, ნალექი არ მოიმატებს“,- აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
მამუკა თურმანიძის თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მობილიზებულია, როგორც ქედასა და შუახევში, ასევე ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები