იან კელი: მე ვერ მივცემდი „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე
მე ვერ მივცემდი „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, „რუსთავი 2“ არის ოპოზიციური ტელევიზია და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ღია დარჩეს. „რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ „რუსთავი 2“ არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია”, – განაცხადა იან კელიმ. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ავტორები დაინტერესდნენ “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და დასვეს კითხვა – გსმენიათ თუ არა „რუსთავი-2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავის შესახებ? – დიახ – 85.6%; არა – 14.4%;