შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. შოთა ხიზანიშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკკვეთა განესაზღვრა.
პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დანარჩენი ორი ბრალდებული – ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდათ. უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავას კი ხიზანიშვილის მსგავსად თავისუფლების, 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრა.
საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.