გიორგი მარგველაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს, რომ მერაბიშვილი არის უდანაშაულო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს, რომ მერაბიშვილი არის უდანაშაულო, რადგან მის მიმართ დაირღვა კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაცემა „ბარიერში“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს რაღაც უფლებები შეელახა
„მერაბიშვილი არის მსჯავრდებული, მაგრამ მასაც აქვს უფლებები. თუ მას უფლებები შეელახა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც შელახა მერაბიშვილის უფლებები, უნდა ჩატარდეს გამოძიება. რაზე ვსაუბრობთ დღეს, მერაბიშვილი უნდა შევიწყალო იმიტომ, რომ მერაბიშვილის უფლება შელახა ვიღაც ასევე არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა? თუ ის ადამიანები, რომლებიც არიან მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალის ადრესატები და, ვისი უფლებებიც დაირღვა, აღარ არსებობენ, თუ აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები.
ასეთ დისკუსიას გვთავაზობენ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ – მსხვერპლია, დაჩაგრულია მურუსიძე, ვანო მერაბიშვილიც. ილუსტრაციას გიკეთებთ – გავიხსენოთ ჩვენი წარსული, რომ გვეთქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე დადვდგებით – საზოგადოებას ჰყავს ორი მსხვერპლი, ეს არის მურუსიძე და მერაბიშვილი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები