თინა ხიდაშელი: თუ ვინმე გვაკრიტიკებს ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„თუ ამ საკითხზე ვინმე გვაკრიტიკებს ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა ყურადღება დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.
„მიუხედავად იმისა, ამ კონკრეტულ ადამიანს ან მსგავსი შეხედულებების და პოზიციების მქონე ადამიანებს მოსწონთ ეს თუ არა, ამ პროცესს ვერაფერი ვერ გააჩერებს.
თუ ამ საკითხზე ვინმე გვაკრიტიკებს ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. დიახ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პროგრესირებადია, კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო გაძლიერდება აშშ-სთან, ისევე როგორც ყველა პარტნიორ ნატო-ს წევრ ქვეყანასთან, ისევე როგორც თავად ნატოსთან, როგორც ორგანიზაციასთან“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები