გიორგი მარგველაშვილი: ანა დოლიძე წარვადგინე, როგორც წინა ხელისუფლების უსამართლობასთან მებრძოლი ფიგურა

მე ანა დოლიძე წარვადგინე, როგორც წინა ხელისუფლების უსამართლობასთან მებრძოლი ფიგურა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისივე მტკიცებით, დოლიძის კანდიდატურა პირადი პოლიტიკური სიმპათიის გამო არ დაუსახელებია.

„მე ანა დოლიძე წარვადგინე არა პირადი პილიტიკური სიმპატიით, არამედ მისი წარსულიდან გამომდინარე. მე ის წარვადგინე, როგორც იურისტი რათქმა უნდა, მაგრამ მე ის წარვადგინე, როგორც წინა ხელისუფლების უსამართლობასთან მებრძოლი ფიგურა.
ბევრს ვერ დამისახელებთ ვერც პარლამენტში და შესაძლოა, ვერც გარეთ, რომელსაც ამდენი ჰქონდეს გაკეთებული და რომელიც ასე თამამად აფიქსირებდა თავის პოზიციას და იბრძოდა წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს უსამართლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებათ, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა.
ანა დოლიძე საზოგადოებას თავად ქვეყნის პირველმა პირმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები