აბაშიძემ და კარასინმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გარემოებები განიხილეს
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი გარასინის შეხვედრაზე 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი განიხილეს.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაპატიმრებული უნდა იყოს, ვინაიდან შინაპატიმრობაში მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, რითაც ქართული მხარე დაინტერესებული არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო სასამართლომ სოფელ ხურჩაში გიგი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა.