ცესკოს სახელით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვება-დადგენას ახდენდნენ – საარჩევნო კომისიის განცხადება

ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის თაობაზე ცესკო განცხადებას ავრცელებს.
როგორც “კვირას“ ცესკოდან აცნობეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.
„განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე, რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. ცესკო მადლობას უხდის ამომრჩევლებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნავენ ცესკოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები