მარსზე მეცნიერებმა ტრიდიმიტის მინერალი აღმოაჩინეს

 

მარსმავალმა Curiosity -მ მარსზე, ერთ-ერთ ქვაში, ტრიდიმიტის მინერალი აღმოაჩინა, რომლის ნახვასაც „წითელ პლანეტაზე“ მეცნიერები არ ელოდებოდნენ.
„დედამიწაზე ტრიდიმიტი ძალზე მაღალი ტემპერატურის დროს ჩნდება, ანუ ვულკანების ძლიერი ამოფრქვევის დროს. ასეთი მინერალი მრავლად არის წმინდა ელენეს მთაზე, ვაშინგტონის შტატში და იაპონიაში კიკაის ვულკანთან“, – განაცხადა „ნასას“ წარმომადგენელმა რიჩარდ მორისმა.
მარსზე ტრიდიმიტის აღმოჩენა მეცნიერებისთვის სრული მოულოდნელობა გახდა, ვინაიდან ასტრონომებს და გეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ამ  პლანეტაზე გეოლოგიური აქტივობის სხვა ფორმა იყო – ე.წ. ბაზალტის ვულკანიზმი. ამ დროს ლავაში რკინის და სხვა ლითონების მაღალი შემცველობაა, შესაბამისად, ამოფრქვეული მასა უფრო მკვრივია და ამოფრქვევა შედარებით წყნარად მიმდინარეობს.
როგორც ირკვევა, მარსის ვულკანებსაც თან ახლდა ძლიერი აფეთქებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები