სოჭში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას ლევან წურწუმია დაესწრება

საქართველოდან სოჭში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან წურწუმია დაესწრება. ამის თაობაზე სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
შეხვედრა 1-ელ ივლისს გაიმართება.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოჭში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაემგზავრება, სიმართლეს არ შეესაბამება.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სოჭში არ მიემგზავრება. კარასინმა მინისტრის ეს გადაწყვეტილება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა და „ვიწრო გადაწყვეტილება“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები