საქართველოში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებას უცხოური მედია ეხმაურება. „ბი-ბი-სი“ წერს, თინა ხიდაშელმა ამ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ „შეიარაღებულ ძალებში სამსახური ღირსეული საქმეა და ვისაც არ სურს, მათ ჩვენ არ დავავალდებულებთ“. „ბი-ბი-სი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების პირობა ხიდაშელმა 2016 წლის აპრილში დადო. ამავე გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას სავალდებულო სამსახური ლიტვაში აღადგინეს. ქვეყნის ხელისუფლება ამას „რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით“ ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები