საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათისთვის არის დანიშნული.
ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება. თუმცა შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ანა დოლიძის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის შესახებ ისაუბროს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძე სამუშაოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები