თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი – უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს

თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი ვახტანგ ანთია აცხადებს, რომ მისი პროგრამის მიზანი, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებისთვის მეტი გამჭვირვალობის მიცემაა. მისივე მტკიცებით, გამარჯვების შემთხვევაში თსუ-ს აკადემიური საბჭო და სტუდენტები მეტად ჩართულნი იქნებიან უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში.
„ჩემი პროგრამის ძირითადი მიზანია, რომ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის, აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ უნივერსიტეტის პრიორიტეტების ფორმირების პროცესში, არამედ მისი იმპლემენტაციის რეალიზაციის და მონიტორინგის პროცესშიც. ეს ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ფულის პატრონია სწორედ სტუდენტი, ადმინისტრაციის თანამშრომელი და აკადემიური პერსონალი, პროცესი თუ გამჭვირვალე არ იქნება, უნივერსიტეტში არაფერი შეიცვლება. სისტემას ერთი ძალიან სიანტერესო ცვლილება აქვს, ის ან ვითარდება, ან ძალიან სწრაფი ნაბიჯებით რეგრესისკენ მიემართება“,- განაცხადა ანთიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები