ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში იმყოფება
ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურაშია – ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი“ ავრცელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის გარეშე შევიდა. ამ დრომდე უცობია, რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფება ოქრუაშვილი პროკურატურაში. მედიასთან მას დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.