ალექსანდრე ჯეჯელავა: თამარ სანიკიძის ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი წინამორბედი მინისტრის, თამარ სანიკიძის თანამდებობიდან მოულოდნელი გათავისუფლება ბათუმში, მასწავლებლების ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვას უკავშირდება.
„კონსპირაციების თემაზე საუბარი სისულელეა. განათლების მინისტრის შეცვლა ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყდა. რატომ გადაწყდა ახალი გუნდის წევრის განხილვა, ამას ნამდვილად არ ჩავძიებივარ. იმედია, თამარს ჩვენს სისტემაში შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა თამარ სანიკიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, მინისტრი აცხადებს, რომ მისი ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე.
„არა, თამარი გულანთებული პროფესიონალი და ტექნოკრატია, რომელსაც სამუშაოს შესრულება კარგად შეუძლია. საარჩევნო სიაში ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, თუმცა თამარ სანიკიძის ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც შეეხება ყოფილი მინისტრის დაბრუნებას, თამარის თვითშეფასების საკითხს მაღალ დონეზე დავაყენებ- მგონია, რომ ის საქმის ინტერესს პატარა კარიერულ დისკომფორტზე მაღლა დააყენებს. დღეს არაერთი კარგი ადამიანის ადგილია სისტემაში, ყველგან გვიჭირს – დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი“, – განახადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები