“დელტაში” მოკვლევა დასრულდა და ახლო მომავალში მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება”

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” მოკვლევა დასრულდა და ახლო მომავალში მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდება.
“მოკვლევა დასრულდა. პირველადი შედეგები სახეზეა და ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს ამ თანამდებობაზე, უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა.
სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები