დავით ნარმანია ჟურნალისტებს – „სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, არ გაქვთ?”

„სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, – არ გაქვთ?” – ამ სიტყვებით უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად, იქნება თუ არა დავით ნარმანია საპარლამენტო არჩევნებისას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.
„სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, – არ გაქვთ? არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ისევე, როგორც იქნებიან ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები